რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მომენტი სამუდამოდ დაიმახსოვრო?

რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ რომელიმე კონკრეტული მომენტი სამუდამოდ დაიმახსოვრო?

აი, ისეთი მომენტი ძალიან დიდი ხნის შემდეგ სახსრების ტკივილს რომ გაგიყუჩებს, შენელებულ გულისცემას აგიჩქარებს და დანაოჭებულ ლოყაზე თბილი მოგონებით გაჟღენთილ ცრემლს აგიცეკვებს.

ის მომენტი, რომელიც უკან დაბრუნებას მოგანდომებს არა იმიტომ, რომ რაღაც შეცვალო, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ იგრძნო თავი მაშინდელივით.

არჩევანის გაკეთების საშუალება რომ მქონდეს იმაზე თუ როგორი მინდა დამამახსოვრდეს საკუთარი თავი, უყოყმანოდ 2017 წლის თორმეტ აგვისტოს ავირჩევდი. მინდა, დავიმახსოვრო ის უზარმაზარ მდელოზე, საყვარელი მიკი მაუსის ჰუდით, უახლოეს მეგობრებთან, ვარსკვლავთცვენის შემყურე. იმ ღამის ცაზე საოცარი, ლამაზი და მხატვრული არაფერი მინახავს.

გამიმართლა, რომ ამ დროს დაქალის სოფელში ვიყავი, ამიტომ სახლის უკან მდებარე მდელოზე სინათლის არარსებობის გამო, იმაზე მეტი ვარსკლავი დაგვხვდა, ვიდრე ოდესმე მინახავს. ათი საათი იქნებოდა, მთვარე მთებს შორის ჩამლულიყო, შესაბამისად ფანრების ანაბარად, თბილად შეფუთულები, პოპკორნითა და დიდი მოლოდინებით გარეთ გავედით. გულაფანცქალებულები ზურგზე დავწექით და ცის ცქერა დავიწყეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი როგოც იქნა დავიანახე ის, რასაც ასე ველოდებოდი. თითქოს ვიღაცამ ცას ცეცხლი წაუკიდაო. გრძელკუდიანმა წითელმა ბურთმა წამიერად ჩაიქროლა და ცაზე კვალი დატოვა. ამის დანახვა და შოკირებული წამოყვირება ერთი იყო. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, ჩემს მეგობარსაც იგივე რეაქცია რომ არ ჰქონოდა, თავს დავაჯერებდი მომეჩვენა-მეთქი. წარუშლელი შთაბეჭდილებაა. იმ ღამეს გადაბმულად ეს მომენტი მესიზმრებოდა და ეს დღეებია იმავე ეპიზოდს გაუჩერებლად ვატრიალებ თავში. ასტრონომიაში არ ვერკვევი, სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი სკოლებში აღარ ისწავლება, ამიტომ თუ ინტერნეტში წაკითხულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მაშინ ერთ-ერთი კომეტის ნამსხვრევები ატმოსფეროში შემოიჭრა და მისი ზემოქმედების გამო ცეცხლი წაეკიდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, საოცრად მაგარი რაღაც ვნახეთ.e09a486fbc35683920a29bc71fcf67bb--silhouette-painting-shooting-stars

როცა, ღია ცის ქვეშ წევხარ, სანახაობას თვალებგაფართოებული შესცქერი, სულელურ კომენტარებზე ბოლო ხმაზე ხარხარებ ან უბრალოდ სიჩუმეში შენს თავზე თითქოს ძაფებით ჩამოკიდებულ მნათობებს აკვირდები, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს დრო გაჩერებულიაო. ეს ვარსკვლავებიც ისე ახლოს გგონია, აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ რომ ხელის გაწვდენაზე დაიჭერ, რადგან სადაცაა ჩამოეშვებიან და პირდაპირ შენკენ გამოემართებიან.

როცა, ვარსკვლავებს უყურებ ავტომატურად ის ადამიანები გახსენდებიან, რომლებიც შენთვის რაღაცას წარმოადგენენ. მაშინვე იმაზე იწყებ ფიქრს, თუ რას აკეთებენ ამ წამს ისინი, სად არიან, თავს როგორ გრძნობენ… მერე კი გაუჩერებლივ ცდილობ წარმოიდგინო აქ, შენ გვერდით რომ ყოფილიყვნენ რას გეტყოდნენ, რას განიცდიდნენ ან მათაც შენსავით მოეწონებოდათ თუ არა ეს სანახაობა.

ვარსკვლავები ყველასთან გაკავშირებენ – წარსულის ადამიანებთანაც, აწმყოს ადამიანებთანაც და მომავლისასაც.

ვარსკვლავები იმათ მოგაგონებენ, ვინც ყველაზე მეტად გენატრებათ თუ გაკლიათ.

იმათ, ვინც თქვენთვის განსაკუთრებულები იყვნენ თუ არიან.

და ამ ადამიანების სახება იმდენად რეალურად მოგეჩვენებათ, რომ მათ პირველი ჩამოვადნილი ვარსკვლავის, პირველ სურვილადაც აქცევთ.

ჰო, რაც არ უნდა გულგრილი იყოთ ამგვარი საკითხების მიმართ, ის ჯადოსნური გარემო და სისხლში გამჯდარი მონატრება, იმ მომენტში იმასაც კი დაგაჯერებთ, რომ სინათლის წლებით დაშორებულ ცხელი გაზის სფეროს შენი სურვილების ასრულება შეუძლია.

საინტერესოა,  რატომ გვახსენებენ ვარსკვლავები ადამიანებს? ისინი ხომ ერთმანეთს საერთოდ არ ჰგვანან: არც ჩვენნაირი თვალები აქვთ, არც ჩვენნაირი ტუჩები, არც ჩვენნაირი ცხვირი… მაშინ, რატომ ხდება ასე? იქნებ იმიტომ, რომ ოდეზღაც მათაც გაუნათებიათ შავი ცა ან იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ მათში მნათობ ვარკსკვლავს?

საერთოდაც, იმიტომ გვახსენებენ, რომ მართლაც ვგვართ მათ, ოღონდ გარეგნობით არა: შეხედავ – ყველა ერთნაირია, მაგრამ კარგად დაკვირვების შემდეგ თითოეული მაინც გამორჩეულია სხვებისგან, მაინც სხვანაირად ანათებს.

ამდენი ვილაპარაკე და კვლავ მაბნევს მთავარი კითხვა: რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ რომელიმე კონკრეტული მომენტი სამუდამოდ დაგამახსოვრდეს.

გონება უნდა დაძაბო? საზეპირო ლექსივით გაუჩერებლად უნდა ატრიალო გონებაში?

ალბათ, ვერაფერსაც ვერ გააკეთებ. უბრალოდ ერთი რაღაც უნდა გაითვალისწინოთ: ეს მოგონება იმდენად  კარგი და ძლიერი უნდა იყოს, რომ დროის დინებისთვის წართმევა შეძლოთ. ამიტომაც ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმ მომენტის საუკეთესოდ გადასაქცევად.

ზოგი მოგონება სულაც არ ხუნდება, ის ჩვენი გონების სკივრში რჩება. იმ სკივრში, სადაც ისინი ვერც გაყვითლდებიან და ვერც დაჟანგდებიან.

12 აგვისტოც სწორედ იქ გამოიკეტა.

იმ ღამეს ვარსკვლავთცვენაში დავიძინეთ.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s