12 საშინელი სიტუაცია სოციალურ ქსელში

სოციალური ქსელი კი კარგი რამეა, მაგრამ მოდით, ერთხმად ვაღიაროთ: ხანდახან მათ გამო ისეთ სასტიკ და უხერხულ სიტუაციაში ჩავარდებით, რომ თვეების განმავლობაში სახეაჭარხლებულები დავდივართ.. ვინაიდან და რადგანაც, მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც დღის უმეტესი ნაწილი დაბნეულები დაიარებიან,  არაერთხელ მოვხვდრილვარ ასეთ უსიმოვნო სიტუაციებში.

დღეს ბოროტი ფერია ვიქნები და ახლა იმ საშინელ მომენტებს გაგახსენებთ, რომლებიც დავიწყებასაც დაუღალავად ცდილობთ.

დავიწყოთ:

  1. სხვასთან გაგზავნილი მესიჯი

    როცა, საქმე სოციალურ ქსელსა და საშინელ მომენტებს ეხება, პირველი რაც მახსენდება არასწორ ადრესატთან გაგზავნილი წერილია. მე ასეთი არაერთი შემთხვევა მქონია, მაგრამ პირველი მაინც მასწავლებელთან გაგზავნილი მესიჯი მახსენდება.

    ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ტექსტურ შეტყობინებაზე უარესი შემთხვევით გაგზავნილი ფოტოა, ფოტოზე უარესი – ვიდეო, ხოლო გამანადგურებლად ცუდი -თქვენი საერთო მინაწერის “სქრინშოთი”.

         “ახლა რა გავაკეთო?”

Accidentally-Sending-Text-Person-Youre-Talking-Crap-About

2. ძველი ფოტოს/პოსტის მოწონება

ხანდახან მოწყენილობა თუ ცნობისმოყვარეობა ადამიანს გაიძულებს სხვისი სოციალური ქსელის პირად გვერდზე შეხვიდე და მის პოსტებს ჩაყვე. კი საინტერესოა, კი სასაცილო რაღაცებს აღმოაჩენ, მაგრამ ამ ცოდვისთვის აუცილებლად მოგეზღვევა, აი მაგალითად მაშინ, როცა დენიკინს დროინელ ფოტოს ან პოსტს მოიწონებ.

“რა მინდოდა?”

anigif_enhanced-buzz-17846-1405438448-29.gif

http-mashable.comwp-contentuploads201306Johnny-Depp-panics

უფრო ცუდი კი ისაა, ამ ადამიანს რომ მეორე დღეს შეხვდები.

ამ შემთხვევაში ან მის სახის გამომეტყველებას აკვირდებით და ცდილობთ, გაიგოთ იცის თუ არა თქვენი კრიმინალური დანაშაულის შესახებ ან თვით გაცისა და გაიმს, მსხვერპლის სანაცვლოდ, უჩინრად ქცევას შესთხოვთ.

giphy (4)

და თუ ის ადამიანი გუშინდელ თემას წამოჭრის, მაშინ რას პასუხობთ?

“ჩემს პატარა ნათესავს ჰქონდა ტელეფონი… ეტყობა, როგორღაც შენ გვერდზე აღმოჩნდა და შემთხვევით მოიწონა ფოტო…თორემ, მე რა მინდოდა შენს ფეიჯზე…”

giphy (2)

3. საკუთარი ძველი პოსტების/ფოტოების ნახვა

ძველი პოსტების მოწონებაზე, არანაკლებ საშინელი მომენტია, როდესაც შენ საკუთარ პოსტს გადააწყდები ქვის ხანიდან… ჰანა მონტანა, დისნეის პრინცესები, რეინჯერები… უაზრო სტატუსები და სხვა ასეთი უბედურებები 😦

და მერე საკუთარ თავს სასოწარკვეთილი ეეუბნებით:

“რატომ იყავი ასეთი? უბრალოდ რატომ პოსტავდი ამას?”

Ross-Why-Would-You-Do-That.gif

ამ ყველაფერს იმის შიშიც მოჰყვება, უკვე ვინმეს შენი “დასთალქვისას” ეს გასაიდუმლოებული მასალა ხომ არ აღმოუჩენია.

4. “დასინვა”

ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. უბრალოდ უსინდისობაა.

3d7b4b0d-413f-4bc2-a2a2-8bb46104e1fe

5. მიმი(meme), რომელზეც მეგობარი მონიშნეთ და არ გიპასუხათ

ეს “დასინვის” ანალოგიურია, უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს ქმედება სახალხო დამცირებას ნიშნავს.

ონლაინში იყო და არ დააკომენტარა?

წაშალე, წაშალე, წაშალე.

tenor

6. პოსტი, რომელიც თქვენი მეგობრების იმ საერთო შეხვედრას გამცნობთ, რომელზეც დაპატიჟებული არ იყავით

ამგვარ პოსტზე პირველი რეაქცია გაოცებაა, მეორე საშინელი რისხვა, ხოლო მესამე -დაუსრულებელი სევდა და იმაზე დარდი, თუ როდის დაუშვით შეცდომა.

ამ დროს თავს ყველაზე მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობთ.

ეჰჰ, ხდება ხოლმე.

giphy (3)

7. პოპულარული და მოწონებადი ფოტოს/პოსტის შემთხვევით წაშლა

არადა, რამდენი თბილი კომენტარი იყო, თან მნიშვნელოვანმა ხალხმა მოიწონა…

“ლუზერი ხარ”

tumblr_llmxduvZfo1qc9svto1_400.gif

8. მონიშნული(“დათაგული”)  ფოტოები

დასადებად წინასწარ შეთანხმებულ ფოტოზე კი არ ვამბობ, არამედ სიურპრიზად რომ გახვედრებს რომელიმე მეგობარი ისეთზე. თან წესიერ ფოტოზე კი არა, სადაც აშკარად მძინარე მზეთუნახავის შთამომავალი ან ბენედიქტ კამბერბაჩის ორეული ხარ, არამედ ისეთზე, სადაც უდაოდ მახინჯი იხვის ჭუკის ნათესავს ჰგავხარ.

giphy (5)

მას შემდეგ, რაც რისხვის პირველ ტალღას გადაიტან და მონივნას წაშლი, იმ მეგობარს კატეგორიულად სთხოვ ფოტო წამში გადააშენოს, მაგრამ ვის ადარდებს შენ როგორ გამოიყურები? მთავარია, ის ბრწყინავს.

giphy (7)

ეს რთულად მისატავებელი ბოროტებაა.

“ეგოისტო!”

giphy (8)

9. შემთხვევით დაპოსტვა

აი, იმ ფოტოების შემთხვევით დაპოსტვა უსაქმურობისას რომ გადაიღეთ და მისტერ ბინის დაჯღანული სახე რომ გაქვთ მიღებული.

ყველაზე ცუდი მაინც ისაა, ამას მხოლოდ მაშინ რომ აღმოაჩენ, როცა მეგობრები დაგიკომენტარებენ))

nooooooo_elf

10. უაზრო კომენტარები

ასევე დამაბნეველი მომენტია, როცა თქვენს ფოტოზე/სტატუსზე ისეთი კომენტარები წავა, რომელიც თემასთან საერთოდ არ არის კავშირში. უფრო საშინელი კი კომენტარების ომია, სადაც თქვენი სრულიად განსხვავებული შეხედულების მეგობრები ერთამენთს უპირისპირდებიან, თქვენ კი საცოდავი ბატკანივით თეთრი მანდილის ჩაგდებას ცდილობთ. მაგრამ ესმის კი ვინმეს?

dont.gif

11. ფოტო-კომენტარები

UGH.

მშობლების მეგობრებისგან, ნათესავებისგან და ზოგადად უფროსი თაობისგან მიღებულ ფოტო-კომენტარებს ვგულისხმობ: გემრიელი ტორტები, შამპამნურები, მშვენიერი ყვავილები… თან ფოტოზე აუცილებლად წაწერილია შემდეგი თბილი ფრაზები: “გაიხარე!”, “მომენატრე!, “მიყვარხარ” “უფალი გფარავდეს” და ა.შ

და თუ ესეც არ არის საკმარისი, აუცილებლად ნახავთ ლათინური შიფტით მიწერილ კომენტარს, სადაც მთელი თქვენი შთამომავლობის გულითადი მოკითხვა გხვდებათ და სადაც, ასო-ბგერა h-ს სამი მნიშვნელობა აქვს. ის ან:

  1. ნიშნავს უბრალოდ “ჰ”-ს

2. ნიშნავს “შ”-ს – “Hen hemogevle”

3. ნიშნავს “ჩ”-ს – “Male hamodi” ან საერთოდაც: Miha hamodi

ყველაზე ცუდი ისაა, რომ სინდისის ქენჯნის გამო ვერც წაშლით, რადგან დარწმუნებული ხართ იმაში, რომ ნამდვილად გულიდან წამოსული, გულწრფელი სიტყვები გაჩუქეს.

გაიხარე-ის სურათის შედეგიდაკავშირებული სურათი

გაიხარე-ის სურათის შედეგი

12. ასეთი ბოროტული პოსტები

სოციალურ ქსელში ყველანაირ ადამიანს შეხვდებით, მათ შორის, ჩემნაირებსაც, რომლებიც გადაწყვეტენ ზაფხულის ბოლო კვირას წლების წინ დაშვებული შეცდომები და თავს გადამხდარი უხერხული სიტუაციები გაგახსენოთ. თქვენ მაგაზე ნუ იდარდებთ, დიდი-დიდი სახელი გაიფუჭოთ, ყველას დასაცინი გახდეთ და საკუთარი თავი ყველაზე მოუხერხებელ არსებად შერაცხოთ, მაგრამ ამაზე უარესებიც ხდება.

კარგი, სერიოზულად, ეს პოსტი თქვენს გასაწვალებლად არ დამიწერია.

უბრალოდ იცოდეთ, რომ თქვენ ერთადერთი უიღბლო სულაც არ ხართ.

epic-hugs-friends-hunger-games.gif

 

Advertisements

4 thoughts on “12 საშინელი სიტუაცია სოციალურ ქსელში

  1. მომეწონა !!!! რა კარგი სტილი გაქვს წერის, ზუსტად და მარტივად წერ 🙂 უზომოდ საინტერესოდ და სახალისოდ ❤️❤️❤️შენი მკითხელი ვარ 😘😘😘😘

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s