ახალი დასაწყისი

ზოგჯერ როგორ ახლოს ვართ იმასთან, რაც გვჭირდება და ჩვენივე სიბრმავისა თუ გაუბედაობის გამო, როგორც ვცილდებით მას.

fdab9572721d630d49b9369006795b16

ოდესმე დაფიქრებულხართ თუ რამდენ შანსს ვუშვებთ ყოველდღე ხელიდან? რამდენჯერ ვამბობთ უარს ახალ შესაძლებლობებზე,  რამდენჯერ ვცვლით მიმართულებას მცდარი დანიშნულების ადგილამდე?

მერე ვრჩებით ასე, ხელმოცარულები, შემოდგომის ცივ ქარში და გაყვითლებული ფოთლების კორიანთელში მოსეირნეები. დავდივართ გაუთავებლად და ჩვენ თვითონვე გვიკვირს თუ რას ვეძებთ ასე თავგამოდებით. დარწმუნებულები ვართ, რომ რაღაც მნიშნელოვანი უნდა ვიპოვოთ,  მაგრამ მისი არც სახელი გვახსოვს და არც თავდაპირველი მიზანი.

რაღაც მნიშნელოვანი, რაღაც განსაკუთრებული. 

მერე, მხოლოდ მაშინ, როცა შემოდგომის სუსხიანი ქარი თბილ ქურთუკსა და თვალებზე ჩამოფხატულ ქუდს წაგართმევს, აკანკალებული ხვდები, რომ ეს თამაში წააგე, რომ სულ სხვა ადგილას ხარ და გეზი უნდა შეცვალო, თუნდაც ეს უკან დაბრუნებას ნიშნავდეს.

როდის ვხვდებით, რომ მზად ვართ და დროა, ამ დამღლელი სეირნობის დასასრულს ვუხმოთ?

ალბათ, მაშინ, როცა რეალობას მივიღებთ და საკუთარ თავს გადავაბიჯებთ.

როდის ვიწყებთ იმ ძალის გამოყენებას, ჩვენში უხილავი წყაროსავით მაცოცხლებლად რომ მიედინება?

ალბათ, მაშინ, როცა სიჩუმეში მის შხრიალს ყურს დავუგდებთ და კომფორტის ზონიდან გამოვალთ.

და ბოლოს:

როდის ვხვდებით, რომ მზად ვართ ვიღაცას წასვლის საშუალება მივცეთ?

ალბათ, მაშინ, როცა გავაანალიზებთ, რომ ზოგიერთი ადამიანი ბოლომდე დასარჩენად კი არა, რაღაცის დასატოვებლად მოდის.

ეს ძველი ტანსაცმელების მოსროლას ჰგავს,  ახლებისთვის ადგილის გასათავისუფლებლად.

მერე კი, ცოტათი იმედგაცრუებული, მაგრამ მადლიერი ასეთი გაკვეთილისთვის, სინანულის გარეშე, ახალ ქურთუკს პოულობ, სიარულს აგრძელებ და სუსხიანი ქარის მიერ მოტანილი,გადამჭკნარი ფოთლების ხმას უსმენ, რომლებიც სიამაყით სავსენი, გამარჯვების სიმღერას გიმღერიან.

შემდეგ, სახლში დაბრუნებისას, ერთ სადღეგრძელოს უძღვნი ახალ დასაწყისს და მორიგი დღის გათენებას, განახლებული მიზნებით, თავიდან გაჩენილი იმედებითა და მზის შუქზე გამოტანილი ძალებით ელოდები.

ბედნიერ შემოდგომას გისურვებთ! 🙂 ❤089e07d422cf5204509512bf54ab29de

 

Advertisements

One thought on “ახალი დასაწყისი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s