მიპატიჟება შემოდგომას

ერთადერთი, რაც ამ კატასტორფულად გადატვირთულ თვეში რობოტად გადაქცევაში ხელს მიშლის, თბილისში არ დამდგარი შემოდგომაა. აი, უკვე ოქტომბრის პირველი ნაწილიც მიილია და ჩემი აივნის წინ მდგარი ერთგული შიკრიკი, ანუ უზარმაზარი, მოხუცი ხე, ისევ მწვანე სამოსს ატარებს.  ვერ ვიტან, რომ რაღაც არც იქითაა და არც აქეთ. ზაფხულის ნარჩნებისა და შემოდგომის ნაფლეთებისგან შექმნილი ამინდი, ხელს მიშლის შემოდგომურ გოგონად ვიქცე. ამიტომ, როგორც კი პატარა თავისუფალ დროს გამოვძებნი, ავდგები, გავდივარ გარეთ და შემოდგომას ვეძებ. გაბრაზებული დავყურებ ხოლმე ამ სიმწვანეს და ვხვდები, როგორ მაკლია თბილად შეფუთვა, მიმოფანტულ, ხმელ ფოთლებზე გადავლისას სასიამოვნო ხრაშუნი და სეზონის ფერებში გამოწყობილი მეეზოვები, დიდი ცოცხით რომ ცდილობენ ფოთლების გადალაგებას. მენატრება ჩემს ჰუდში ჩამალვა, ჩაი, რომელსაც შემოდგომას განსაკუთრებული გემო აქვს და წიგნი, რომლიდანაც სიტყვები უფრო სხვანარიად იკითხება.

22523961_1247919801981100_770734759_n.jpg

დღეს ტელევიზორში გამომწყვდეული სინოპტიკოსის ხმამ გამაღვიძა, ამბობდა,  აცივდებაო. მერე, ფარდა რომ გადავწიე და დავინახე, სუსხიანი ქარისგან გვერდზე გადახრილი ერთგული ხე, რომელსაც ერთ ღამეში ფერიც უცვლია, გული სიხარულისგან ამითამაშდა.

შემიძლია კიდევ უამრავი ვილაპარაკო ჩემდამი შემოდგომის სიყვარულზე და დაუსრულებლად მოგიყვეთ მისი მელანქოლიური ამბები, მაგრამ უნდა გავიქცე, ტონა სამეცადინო ამინდით დატკობას არ მაცდის.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ამ ნალოლიავებ შემოდგომას ვეპატიჟები თბილისში.

ის კი მალე მოვა.

მანამდე კი ამ თვეში, მის ძიების პროცესში ნაპოვნ, პატარ-პატარა ბედნიერებებს გიზიარებთ ❤

22384962_1943326232549844_248908568_n22414305_1847436035285524_1603146040_n22471544_1577316002332004_22190221_n22472781_1847436031952191_624464970_n22538125_1847445618617899_1207065813_n

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s