18 ტიპის მოსწავლე და მათი სუპერძალები

თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით?

***

სკოლა არაფერი იქნებოდა, რომ არა კლასელები და მათთვის დამახასიათებელი უცნაური თუ სახალისო თვისებები. სკოლაში სიარულის საკმარისი გამოცდილებისა და საფუძვლიანი დაკვირვებების შემდეგ, გადავწყვიტე, მორიგი სასწავლო კვირა ცოტათი გამეხალისებინა. შესაბამისად, გამოვკითხე სკოლის გარე მეგობრები, ვინიშნე რაღაცები, დავჯექი და ბავშვები, მათ შორის საკუთარ თავიც, რაღაც კონკრეტულ კატეგორიას მოვარგე. რაც მთავარია, აღმოვაჩინე, რომ ყველა ტიპის მოსწავლეს, თავისი სუპერძალა ჰქონია.

ამიტომ, მოდით, ცოტა ვიმაიმუნოთ, თქვენი თვითშეფასებაც ცოტა ავამაღლოთ და მოვყეთ ამბები მოსწავლეებზე, რომლებსაც სუპერძალები აქვთ.

1. ათოსნები

აი, ხალხი: სულ ჭკვიანები, სულ მოწესრიგებულები, სულ მომზადებულები. ისინი შესაშური პასუხისმგებლობის შეგრძნებითა და გამჭრიახი გონებით, ახერხებენ, ყველა საგანში მაქსიმალური შედეგი აჩვენონ. როგორ გამოსდით, არ მკითხოთ. ზოგიერთ ათოსანს მეცადინეობის გარეშე შეუძლია სრულიად დამსახურებული შეფასება მიიღოს!

სამწუხაროა ის, რომ დღესდღეობით, ზოგიერთ სკოლაში, ასეთ ჭკვიან ხალხს გაუთავებლად დასცინიან და შეუფერებლად ექცევიან. მაგალითად, გავრცელებული ზედმეტსახელია “შკოლნიკი”, რომელიც რუსული სიტყვაა და  მოსწავლეს ნიშნავს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ რეალური მნიშნელობით ყველა მოსწავლე “შკოლნიკები” გამოვდივართ და რატომ არის ეს ასეთი სასაცილო?!

არადა, სერიოზულად მაგრები არიან.

სუპერძალა? რა თქმა უნდა, მათი ნიჭი.

S L A Y

slaying gif-ის სურათის შედეგი

2. ნახევრად-მძინარეები

ეს ჩემი კატეგორიაა. მე სწორედ იმ ტიპის მოსწავლეებს მივეკუთვნები, რომლებიც, მნიშვნელობა არ აქვს საკმარისად ეძინათ თუ არა, მთელი დღის განმავლობაში ნახევრად-მძინარეები დაიარებან.

სუპერძალაც გვაქვს: სულ თვალები გვეხუჭება.

იმიტომ, რომ ძილი ჩვენი ჰობია.

Sleeping GIF - Sleeping GIFs

3. “ძველი ბიჭები”

ო, ღმერთო ჩემო.

ძაან ქურდული და ძაან ქუჩური ამბები.

ასეთი მოსწავლეები ორ ძირითად კატეგორიად იყოფიან: ისინი, რომლებიც თავისთვის, წყნარად არიან და ისინი, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, ყველას შუაწუხებენ, ოღონდაც ყურადღება მიიქციონ. ყურადღების მიქცევას კი როგორც წესი იდიოტური, უმეტეს შემთხვევაში გამოგონილი, ამბების მხატვრულად თხრობით ახერხებენ(მაგალითად, რამდენი დალიეს, ვინ ცემეს და ა.შ). ეს უკანასკნელნი გამაღიზიანებლები არიან, რადგან მათი “მაგარი ტიპობის” დასამტკიცებლად, ხშირად სხვების დაცინვა და დამცირება სჭირდებათ.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მათ ეს ძალიან მოსწონთ.

oh come on gif-ის სურათის შედეგი

მაგრამ ნუ გგონიათ, რომ სუპერძალა არ გააჩნიათ: ყველაზე კარგად გამოსდით “ბლატაობა”. შესაბამისად, საკმაოდ დიდი ფანტაზიის უნარის გამო, შთამბეჭდავ ამბებს იგონებენ.

4. ჩამაკიაჟებულები

გამოპრანჭულები, ყოველთვის მოდურად ჩაცმულები, გაბედულები და პოპულარულები. ისინი, ნამდვილად შესაშური თავდაჯერებულობით, ყოველ დღე ანათებენ.

ეს ყველაფერი კი კარგია, მაგრამ ხანდახან იმდენი გადატვირთული მაკაჟით დადიან, (ძირითადად 7-8 კლასელები) რომ სტუდენებ გეგონებათ.

არადა, საპირფარეშოში თუ ოდესმე მათი გამოპრანჭვის პროცესს შესწრებიხართ, დამეთანხმებით, რომ ისინი ყოველგვარი “შპაკლის”(FunFact: “შპაკლის” ქართული შესატყვისია “ფითხნა”) გარეშე, ბევრად უფრო ლამაზები არიან.

სუპერძალა: ყოველთვის ფორმაში რჩებიან.

2ee68-putting2bon2bmakeup1

5. მორცხვები და სულ სევდიანები

ყველაზე გულჩათხრობილები, ყველაზე კეთილი გულითა და ყველაზე დაბალი თვითშეფასებით.

ისინი არიან მათთვის, წყნარად, მუდმივად სევდიანები. მხოლოდ მაშინ ლაპარაკობენ, როცა ეს აუცილებელია. სხედან და ცდილობენ მათი არსებობის შესახებ ყველას დაავიწყონ.

მათთვის ყველაზე დიდი ტრაგედია გამოკითხვის დღეა, განსაკუთრებული კატასტროფა კი – – პრეზენტაციების წარდგენა.

სუპერძალა: საოცრად კეთილები არიან.

the most shy student gif-ის სურათის შედეგი

6. უდარდელები

ანუ “არ მაინტერესებს” ტიპის ბავშვები. არ ადარდებთ არც ნიშნები, არც საყვედურები, არც მშობლები, არც ბრაზიანი მასწავლებლები.

სუპერძალა: რაც არ უნდა ეცადოთ, ვერაფრთ შეაშინებთ მშობელთა კრებით.

როგორ ახერხებთ? ჩვენც გვასწავლეთ.

i don;t care person gif-ის სურათის შედეგი

7.ჭორიკნები

მათი მთავარი ჰობი და საქმიანობა სხვებზე ლაპარაკია.

შეუძლიათ მთელი დღე გაატარონ დაუსრულებელ ჭორაობაში და მაინც არ მოიწყინონ. ისინი მუდამ მხარულები არიან, განსაკუთრებით კი მაშინ გიჟდებიან, როცა ახალ ჭორს მოისმენენ. ამასაც ხომ ნიჭი უნდა.

სუპერძალა: ყველასა და ყველაფერზე მოეპოვებათ ინფორმაცია.

უჰ, რაც მთავარია, დრამები! დრამები სჭირდებათ არსებობისთვის.

gossiping girls gif-ის სურათის შედეგი

8. იდუმალები

არსებობენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც შესაძლოა წლების განმავლობაში იყვნენ თქვენი კლასელები, მაგრამ მათზე მაინც არაფერი იცოდეთ. როცა, ვამბობ “არაფერს”, სრული მნიშვნელობით ვგულისხმობ ამას.

სუპერძალა: მათ წინაშე თვით წინა კატეგორიის წარმომადგენლებიც, ანუ ჭორაობის საბჭოს წევრებიც კი უძლურები არიან.

who are you gif-ის სურათის შედეგი

who are you gif-ის სურათის შედეგი

9. ფარულად “გაჩითულები”

მაშინ, როცა თქვენ დერეფანში ტელეფონზე საუბრობთ, მაშინ, როცა ბუფეტში მეგობარს ელაპარაკებით ან თუნდაც მაშინ, როცა გაკვეთილზე მესიჯობთ, ის ყველგანაა. ყველაფერი იცის, გაფაციცებული გისმენთ. ერთი სიტყვით, ფარულად “გაჩითულია”: ძალიან კარგად გიცნობთ, მაგრამ თქვენ მისი არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვთ.

Facebook-ზე ჯერ ფოტო არ დაგიდიათ და რამდენიმე წუთში უკვე იცის ვინ არის ის, ვინც სურათზე მონიშნეთ.

რას ვიზამთ, ცნობისმოყვარეები არიან.

სუპერძალა: FBI-ს აგენტისთვის ყველა დამაკმაყოფილებელი თვისება აქვთ.

Big Brother Is Watching You!

დაკავშირებული სურათი

stalking gif-ის სურათის შედეგი

10. პანიკიორები

ისინი ყველგან საფრთხეს ხედავენ.

“დღეს ქუიზს ვწერთ???”

“ვაიმე, მასწავლებელს თეთრი ფურცლები უჭირავს!!”

“ვაიმე, ერთიანს მივიღებ!!”

“დავალება გვქონდა???”

სუპერძალა: თავიანთი დრამატული ქცევებით, კლასში ყველას ახალისებენ.

panicing in school gif-ის სურათის შედეგი

scared_students

panicing in school gif-ის სურათის შედეგი

11. კლასის კლოუნი

ყველა კლასში ერთი ან რამდენიმე ბავშვი ირჩევს ამ პროფესიას და თავგამოდებით ასრულებს. ცანცარებს, იჭერს ყველა ფრაზას, ჟესტს და ყველაფერზე, ყვე-ლა-ფერ-ზე, კომენტარს აკეთებს.

ხშირად სახალისო ფრაზის თქმა ვერ გამოსდის, მაგრამ სწორედ ეს ჩაფლავებული ხუმრობაა სასაცილო.

სუპერძალა: კლოუნია!

the class clown gif-ის სურათის შედეგი

12. გაცდენების მეფე/დედოფალი

ზოგიერთი ბავშვი იმდენად ხშირად აცდენს სკოლას, რომ ხანდახან გვავიწყდება კიდეც ის ფაქტი, რომ ჩვენ კლასელია.

ჩვენ მათ ცისარტყელას ვეძახით – როგორც მოულოდნელად გამოანათებენ, ისევე მოულოდნელად ქრებიან.

სუპერძალა: როგორღაც ახერხებენ, წლის ბოლოს, ექსტერნი თავიდან აირიდონ.

a person who always skips school gif-ის სურათის შედეგი

13. ყველაზე მსუნაგი

მათი ჰობია ჭამა. ბუფეტში რამდენიმე წრეზე მიდიან და გამოაქვთ ყველაფერი, რაც გულს გაუხარდება. მიირთმევენ კლასშიც, გაკვეთილებზეც და დასვენებებზეც.  თან ამ კატეგორიის ტიპის მოსწავლეები ხშირად ისეთები არიან, რომლებსაც არაფერი ეტყობათ.

სუპერძალა? ჭამენ და არ სუქდებიან.

eating endlessly gif-ის სურათის შედეგი

14. მოსწავლეები, ყველაზე განსხვავებული საპატიო მიზეზებით

აი, ისეთები, რომლებიც არასდროს არიან მზად და ყოველთვის წარმოუდგენლად მაგარი საპატიო მიზეზები აქვთ. ისინი ხვდებიან, რომ “ბებია საავადმყოფოში მყავდა”, “შუქი წავიდა” ან “დაბადების დღეზე ვიყავი” აღარ ჭრის და ამიტომ, უფრო ორიგინალურებს იფიქრებენ.

თქვენ არ ვიცი, მაგრამ მე წინა კლასებიდან ყველაზე მეტად ეს დამამახსოვრდა:

“მასწ, დავალება კატამ შემიჭამა”.

სუპერძალა: უდავოდ არაორდინალური აზროვნება აქვთ.

exuse_students_homework

15. მოთამაშეები

მათ შეხვდებით ყველგან, ტელეფონებში თავჩარგულებს და მთელი ემოციებით მოთამაშეებს.

სუპერძალა: CSGO-ში შეუძლიათ პროფესონალებივით ისროლონ და მაღალ რანკებზე გადავიდნენ. ეს სახუმარო საქმე ნუ გგონიათ.

playing on phone gif-ის სურათის შედეგი

16. დამგვიანებლები

ის ერთი, ერთადერთი, რომელიც ყოველთვის აგვიანებს. თან 5-10 წუთით კი არა, მინიმუმ 20 წუთით. და ნამდვილი სასწაულია, თუ ერთ განსაკუთრებულ დღეს, ზუსტად დანიშნულ დროზე მოვა.

…მაგრამ: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

სუპერძალა: აქვთ საკუთარი პრინციპი და ბოლომდე მიჰყვებიან მას.

a person who is always late gif-ის სურათის შედეგი

17. “სად ვარ” ტიპის მოსწავლეები

სკოლაში აუცილებლად შეხვდებით მოსწავლეს, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ვიღაცას დაეკარგა. დაირებიან უაზროდ, გაგნებაში არ არიან აქ რა უნდათ და რაც მთავარია, მუდმივად ნათხოვრობენ კალმებს, ფანქრებს ან სხვა საჭირო ინტვენტარებს.

სუპერძალა: ძირითადად მუდმივად დაბნეულებს, მაინც საშუალო მოსწრება აქვთ.

what am i doing here  gif-ის სურათის შედეგი

18. ხელოვანები

თუ მოგინდებათ, კლასში ხელოვანი გამოაშკარაოთ, აიღეთ მისი რვეული და  დახედეთ უკანა გვერდებს. როგორ წესი, ისინი მუდმივად სავსეა სხვადასხვანაირი “დუდლებითა” და ჩანახატებით.

სუპერძალა: გაკვეთილის გაყვანის არაჩვეულებრივი მეთოდი აქვთ შემუშავებული.

ვინ იცის, რამდენი ხელოვნების ნიმუში იქმნება ერთ გაკვეთილში!

drawing in the class gif-ის სურათის შედეგი

drawing in the class gif-ის სურათის შედეგი

 

***

ესეც ასე.

თუ უკვე გრძნობთ, რომ გადაიწვით და ამ პოსტის შემდეგ თქვენი თვითშეფასება კვლავ დაბალ დონეზეა, ისღა დამრჩენია შეგახსენოთ, რომ კიდევ რვა კვირა დარჩა და არდადეგეგბიც იწყება.

YAAAAAAAS

 

Advertisements

2 thoughts on “18 ტიპის მოსწავლე და მათი სუპერძალები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s