მე, “Stranger Things” და გაბრაზებული მშობლები

“Stranger things” ანუ “უცნაური ამბები” ის სერიალია, რომელსაც გამოსვლისთანავე თავს ვარიდებდი. მიზეზი ისეთივე სულელურია, როგორც ის, რაც მაიძულებდა, რომ მისი ყურება არ დამეწყო – საშინელებათა ჟანრისააო, მეუბნებოდნენ. რადგან, მე და  საშინელებათა ჟანრის ფილმებს არცისე სასიამოვნო ისტორიები გვაკავშირებს, გადავწყვიტე,  აუტკივებელი თავი ტყუილად არ ამეტკივებინა 🙂  მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში მშვიდად ვცხოვრობდი: არც საახალწლო განათებებს ვუყურებდი ამრეზით და არც რიცხვ “თერთმეტს” ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. მაგრამ გამოვიდა მეორე სეზონი, გადაიბუგა ინტერნეტი სერიალთან დაკავშირებული პოსტებით… მეგონა, რომ ცდუნებას ისევ ვძლიე. რომ გადავიტანე, გადავაგორე როგორღაც ეს ტალღა, მაგრამ ჩემი მეგობარი, ქალბატონი მარიამ ქშუტაშვილი, რომელიც შენიღბულად დამემუქრა ბლოგში მომიხსენიეო, ერთ მშვენიერ საღამოს კატეგორიულად მთხოვს, “უცნაურ ამბებს” მიადექიო. როცა მიხვდა, რომ ჩემნაირი ჯიუტი ადამიანის გადმობირება მარტივი არ იყო, თავისთან დამპატიჟა. ანუ,  ფაქტობრივად, გამოსავალი არ დამიტოვა. თუმცა მეგობრები არ იტყუებიან და სიმართლეს გეტყვით: რეალურად, მას შემდეგ დავთანმხდი, როცა ახალი სერიალის ყურება, წიწაკის ჩიფსების უზომოდ ჭამის მორიგ შანსად აღვიქვი. აი,  ასე აღმოვჩნდი, 80-იან წლებში, ინდიანას შტატში,  სულ უცნაურ პერსონაჟებთან და  კიდევ უფრო უცნაურ ამბებში.

სერიალი უკვე ჩავამთავრე და შთაბეჭდილება ერთ წინადადებაში?

ა ქ ა მ დ ე   ს ა დ   ვ ი ყ ა ვ ი ? !

stranger things postter-ის სურათის შედეგი

მოკლედ რომ ვთქვა, სერიალი “ამოტრიალებული სამყაროსა” და ჩვენი სამაყაროს დაპირისპირებაზეა, სადაც სხვადასხვა ასაკის პერსონაჟები(ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები), სხვადასხვანაირად ცდილობენ გაუმკლავდენენ საერთო გასაჭირს. ძალიან კარგი რამეა: თან დაძაბული, თან ჩამთრევი, თან ჩახლართული, თან ემოციური და თან სასაცილოც(უსაყვარლესი დასტინის დამსახურებით ❤ ). შეხვდებით საინტერესო პერსონაჟებს, საინტერესო წარსულით.  და როგორც კარგ ფილმს/სერიალს/წიგნს ახასიათებს, სულ დაგავიწყებთ რა რეალობაში ცხოვრობთ, ტელეპათიურად დაუკავშირდებით პერსონაჟებს, მათ ტკივილს გულთან მიიტანთ, შეგეცოდებათ, გაგიხარდებათ, იტირებთ და ა.შ.

სერიალი იმდენად მომეწონა, რომ მთელი 19 ნოემბერი მეორე სეზონის ყურებას შევალიე, ანუ კვირა დღის 9 საათი მასზე დავხარჯე. არადა, მერწმუნეთ, არ ვაპირებდი. ვიფიქრე, ერთ სერიას ვუყურებ, ვნახავ რა მიმართულებით გრძელდება და ვიმეცადინებ-მეთქი. მერე არც მეორე სერიას ვაწყენინე. მერე რაღაც საინტერესოდ წავიდა: “ერთიც და ვიმეცადინებ”. მაგრამ ვინ გაცალა? იქ ერთი პერსონაჟია გასაჭირში, იქ მეორე რაღაცას გეგმავს.  რა გულით უნდა მიატოვო, უმებრტო ეკოს არ იყოს, მათთან ხომ ერთგვარი ხელშეკრულება გაქვს გაფორმებული ერთგულების შესახებ? ასე შევრჩი და ასე გადამხდა თავს ჩემებური დამბდურა ამბავი:

სახლში მარტო ვარ. ბოლო სერიას ვუყურებ, დიდ ტელევიზორში, თან ორ დიდ დინამიკთან მაქვს კომპიუტერი დაკავშირებული. გადამწყვეტი მომენტია. იქ პარალელური სამყაროს მონსტრის, დემაგორგონის, ღრიალი ისმის, იქ ვიღაც თოფს ისვრი, იქ ვიღაც ყვირის და აქეთ მე ვეხმიანები მთელ ემოციებში. სულ მავიწყდება სად ვარ, რას ვაკეთებ და იმდენად შევდივარ ამბავში, რომ საერთოდ ვერ ვაანალიზებ, რომ ის რაღაცა, ძლიერად რომ ბრახუნობს სერილიდან კი არა, ჩემი შემოსასვლელი კარიდან ისმის. ამას ცოტა ხანში ვხვდები, სერიალს მაშინვე ვასტოპებ და კარებს დაძაბული გავყურებ. ვიფიქრე, მორჩა, დაიწყო პარანოიები და აი, იქ კართან, დემაგორგონია-მეთქი. ამიტომ, ტელევიზორის პულტით შეიარაღებული ვუახლოვდები კარებს, დაძაბული ვაღებ და ბუხ! რა მონსტრი, რის მონსტრი, კარებთან ჩემი მშობლები არიან. წამიერად მომეშვა, მაგრამ მას შემედეგ რაც მათ ფერწასულ, საშინლად ანერვიულებულ სახეებს დავაკვირდი და გავაანალიზე, რისი მომასწავებელი იყო ეს მზერა, გულწრფელად ვინატრე, ნეტავ კართან დემაგორგონი დამხვედროდა-მეთქი. იმიტომ რომ დემაგორგონს მოიგერებს ადამიანი, – ან თოფს ესვრი, ან სადმე შეიმალები, – მაგრამ გაბრაზებული მშობლები? შანსი არ გაქვთ.

ალბათ, ისედაც ცხადია როგორ გრძელდება ჩემი ამბავი. ალბათ, იმასაც ხვდები რამხელა ლექცია დავიმსახურე იმის შესახებ, რომ არ შეიძლება სერიალის სამყაროში ასე ჩაერთო, რომ ზედმეტად ემოციური ვარ და ა.შ. მაგრამ, მეწრუმენთ, როცა თქვენს ფავორიტ მხარეში, ანუ 1980-იან წლებში, თქვენი ერთგული მეგობრები გასაჭირში არიან, გულის ყურით ვერაფერსაც ვერ მოუსმენთ. შესაბამისად, ის ლექცია ერთ ყურშიც კი არ შემიშვია, რომ მეორედან გამომეშვა. ახლა ამ ამბაზვე მეცინება კიდეც. მითუმეტეს, მაშინ, როცა ფიქციურ ამბებში მთლიანად ჩართვასა და მის არცისე სასიამოვნო შედეგეზე, ეს ჩემი პირველი ისტორია არ არის (ჩემი მეგობრები აქ მაშინვე, რეი ბრედბერის “451 ფარენჰაიტის” კითხვის პროცესსა და დამწვრობას გაიხსენებენ).

ჰოდა, მას შემდეგ, რაც სერიალის გაქანებული ფანების სიაში ოფიციალურად ჩავეწერე, “Stranger things”-ის მრწამსის გავრცელება დავიწყე. აგიტაცია არცისე მარტივი პროცესი ყოფილა, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხე და უკვე ჩემი ორი მეგობარი პირველ სეზონს ამთავრებს. ეს პოსტიც ამას ემსახურება: ჩაუჯექით, წინ მაგარი ამბები გელით. მერე მოდით აქ, წავიჭორაოთ, ერთად ვინერვიულოთ, განვიხილოთ ყველაფერი. ოღონდ, თუ ამ სემესტრის/სამუშაო პერიოდის წარმატებულად ჩამთავრება გსურთ, გირჩევთ საახალწლო არდადეგებს დაელოდოთ, თორემ სერიალი პასუხისმგებლობას ცოტა ხნით დაგაკარგვინებთ 🙂

უი, კიდევ ერთი გაფრთხილება: შემდეგი სეზონი 2019 წელს გამოდის :)) თუ თქვენს თავს ლოდინისგან ჭკუიდან გადასვლას უწინასწარმეტყველებთ, ჯერ არ უყუროთ.

აბა, წარმატებები!

ნაწილი 2: მათთვის, ვინც სერიალი უკვე ნახა (გაგრძელება შეიცავს სპოილერებს)

აქ ამ დღეებში ინტერნეტიდან ამოქექილ სახალისო მიმებსა და გულის ამაფრილებელ, უსაყვარლეს პოსტებს გიზიარებთ.

1. ესენი თქვენი ტელეფონის Wallpaper-ებისთვის:

(თუ გადმოწერა გინდათ და ვერ იწერთ, დააკომენტარეთ, პირადად გამოგიგზავნით ^_^ )

00df95dc6b763eb00e082b6442f6c54a37b758c0a8b6b7af9d1f28f6070a0c9059eeca54605db83d178d0b88675ce657

8d9cd35bb92d3f4883e272e8b0055afb

b045368d8eb589231aa67fdd9cf8472d

d7a712d8b951000c3c16db0f0e9eb72d

77483bb1ff34c4476bc1f0d0ca111dc0

2. ესენი საყვარლობა და სახალისო მომენტების გასახსენებლად:

9fad45a72df5408b9cb9affced5b2ae9
საყვარლები ❤

a0212172d92ad42272cd41672b3e78f5

ce3cc92a623a5636dd46ffbb68baf89d

d6dbf8a390f86227c6d65db0e91e45ec
ეს ის მომენტია ჩვენი გულის ცემა რომ საშინლად გაიზარდა და ხუთასჯერ რომ გადავახვიეთ ❤
e278f80d27a0b0bcaafb743f4649d1d3
ეს ორი ❤
29ecde58df73e0419c2ef604de70babf
ეჰ, სტივ…
faa3583d3e7e0f6c6d2284549f026fa7
ცოდნის გამოვლინება, როგორც ასეთი 😀

3. ესენი კი სახალისოდ: შეშლილი ფანების მიერ შექმნილი სასაცილო მიმები 😀

65fdb3a17fffdaba07cb7412995d2443
ერთ-ერთი ფრაზა მშობლების ლექციიდან
6081765e94e1d1e73edb92a0607780d2
Ooops 😀
175562744aa903f9ffad081985a80fbc
ნამდვილად, ნამდვილად.
1679c0035e6ad2966c0a183434bb503c
ზუსტა, ზუსტად, ზუსტად.

761ff532b29c8a793f75444efc534ed8c15e4e180982dd8c32213e4f5bcb2652e8e6eb5c8a058d57b7c3baf14db67af1

c2757aa53f1f0b22475fa652093460df

 

Advertisements

7 thoughts on “მე, “Stranger Things” და გაბრაზებული მშობლები

  1. მეც ზუსტად ახლახან ვუყურე ორივე სეზონს,მიზეზი ზუსტად ინტერნეტ სივრცის მასშტაბური “აფეთქება” იყო ამ სერიალზე. :დდ აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია და არც მინდოდა ყურება უფრო ჩემი სიჯიუტის გამო,რამე ახალს როცა ვუყურებ ან ახალ სიმღერას ვუსმენ ძალიან ვიცი ამოჩემება.ხოდა იმიტომაცაა ახლა მეორე წრეზე რომ დავიწყე ყურება :დდდ კარგი პოსტი იყო,მომეწონა! ❤

    Liked by 1 person

    1. ჰაჰაჰ 😀 ამ არდაგეგებზე მეც ვაპირებ მეორე წრეზე წასვლას ^_^ ფაქტობრივად, ამ არადამიანურად დატვირთულ სემესტრში რობოტად ქცევისგან მიხსნა ❤
      მიხარია, თუ მოგეწონა პოსტი ❤

      Like

  2. ეს ისეთივეა როგორც ჰარი პოტერი ანუ რაღაც სისულელეებს რო იგონებენ სატანისტობააო და…..

    Like

    1. საბედნიეროდ, Stranger Things-ზე მსგავსი კომენტარები არ მსმენია, მაგრამ თუ ამბობენ, ძალიან ცუდი :/

      Like

    2. საბედნიეროდ, Stranger Things-ზე მსგავსი კომენტარები არ მსმენია, მაგრამ თუ ამბობენ, ძალიან ცუდი :/

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s