“და მაინც, a როგორ გავიგოთ?”

17 ოქტომბერია, სამშაბათი. ჩვენს საკლასო ოთახში გაქანებული მათემატიკის გაკვეთილია. მასწავლებელი მთელი მონდომებით გვიხსნის კვადრატულ ფუნქციაში a კოეფიციენტის გაგების სხვადასხვა მეთოდებს. ჩვენც, მთლიანად ჩართულები ვუსმენთ, მაგრამ პირველი 20 წუთის შემდეგ, როცა მასწავლებელი ახსნას ასრულებს, ვაანალიზებთ, რომ მაინც ვერ მივხვდით, ეს a როგორ გავიგეთ. ამიტომ მეორე წრეზე მივდივართ. მორიგი მარცხის შემდეგ- მესამეზე, მერე – მეოთხეზე და ასე გრძელდება მთელი გაკვეთილი: ჩვენ, გადაღლილები, სასოწარკვეთილი ხმით უარავჯერ ვკითხულობთ a-ს გზა-კვალს და მასწავლებელიც, რომელსაც არც დაღლა და ბრაზი ეტყობა, უამრავჯერ, ათასნაირი ხერხით ცდილობს რაიმე გაგვეგებინოს.
ჰოდა თუ მეტყვიან პირველი სემესტრი ერთი ფრაზით აღწერეო, ზუსტად წლის ყველაზე პოპულარულ შეკითხვას ვუპასუხებდი: “და მაინც, a როგორ გავიგოთ?”.
ამ ფრაზაშია მთელი ტრაგიზმი და დრამატიზმი, ეს არის ჩვენი ჭიდილი მთლიან სემესტრთან: ბევრი მუშაობის მიუხედავად, არადამაკმაყოფილებელი შედეგი.

წლევანდელი წელი იმით გამოირჩეოდა, რომ კატასტროფულად ბევრი სამუშაო გვქონდა. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ნერვებზე და სკოლის გარე ურთიერთობებზეც იმოქმედა. შესაბამისად, გარემო პირობებმა გვაიძულა ადაპტაციის ახალი ფორმა -“წუწუნმოუდი” – გამოგვემუშავებინა.  მეცადინეობის დროს, ფეისბუქ-ჩათში 15 წუთიანი შეწუწუნება და გამოწუწუნება ჩვენი თერაპიის ნაწილი გახდა. ეს ერთობლივი გოდვა ნამდვილად დამამშვიდებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით ამ ფაქტის მეცნიერული ახსნაც აღმოვაჩინეთ: წუწუნის დროს სტრესული ჰორმონების დონე მნიშვნელოვნად კლებულობს. შესაბამისად, მოწუწუნეები საშუალოდ უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ. ამიტომ თუ ვინმეს წუწუნით თავს მოაბეზრებთ ეს რკინის არგუმენტი დაუხვედრეთ და უთხარით, სიცოცხლის გახანგრძლივებას ვცდილობო. ვერავინ შეგეწინააღმდეგებათ.

24550526_1901353023227158_215182498_n
ფოტო აღებულია Facebook გვერდიდან – “ნიჭიერი ექიმები”

აი, ასე: ახალი წელი კარს მოგვადგა, წინ ორკვირიანი დასვენება გვაქვს. შესაბამისად, ჩემში კარგა ხნის მიძინებული ოპტიმიზმიც იღვიძებს. თქვენი არ ვიცი და მე ამ პერიოდს ძალების აღდგენას ვუთმობ. მთლიანი არდადეგების ყოველ დღეს სიმხნევისა და მხიარულების მოპოვებას ვიწყებ. არაჩვეულებირვი გეგმაა და თან უკვე მუშაობს:
დასვენების პირველი დღეა და მე უკვე ერთი ბონუს ქულა მაქვს, რადგან სულ ახლახანს გავაანალიზე, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში მიღებული მათემატიკური ცოდნა, პირველად გამოვიყენე რეალურ ცხოვრებაში.
ჰოდა საახალწლოდ თქვენთვის წარმატებულ, შინაარსიან 2018-ს, ხოლო ჩვენთვის – სასწავლო წლის ისე დასრულებას ვისურვებდი, როგორც ჩვენი მათემატიკური წვალება დასრულდა: მეორე დღეს a მაინც ვიპოვეთ.

it;s over gif-ის სურათის შედეგი

school is over gif-ის სურათის შედეგი

Advertisements

3 thoughts on ““და მაინც, a როგორ გავიგოთ?”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s