ცოცხალი მოჩვენებები

ცოცხალი მოჩვენებები მუდამ უკან დაგყვებიან.

არ გაცლიან არც კითხვას, არც სიცილს, არც ძილს. დაგყვებიან, ზურგზე ხელებს გირტყამენ და გეჩხუბებიან, რატომ გაგვაფერმკთალეო. ნუ დაგვღალე, ან გაგვიშვი, ან დაგვიბრუნე ჩვენი ფერადი თვალები და თმებიო. შენც მიუბრუნდები: როგორ გაგიშვათ, როცა გადასაგდებად ბავშვობის სათამაშოებიც კი მენანება, ნივთებს ვერ ველევი და თქვენ – ცოცხალი მოჩვენებები, როგორ გაგიმეტოთო, უყვირი.

აი, ეს არის პრობლემა: ისინი მხოლოდ მოჩვენებები კი არა, ცოცხალი მოჩვენებები არიან. იმავე მიწაზე ცოცხლობენ და იმავე ჰაერს სუნთქავენ, რომელესაც ჩვენ. მაგრამ მაინც მოჩვენებები არიან. და ზუსტად ეს მაგიჟებს: როგორ შეიძლება გეშინოდეს ისეთი რაღაცის დაკარგვის, რაც აღარ არსებობს? რატომ, რა ლოგიკით, უნდა გინდოდეს არარსებულის შენარჩუნება?! უცნაურია.

შემდეგ იმაზე იწყებ ფიქრს თუ სად დაუშვი შეცდომა. “რამ გააფუჭა ყველაფერი?” –  მუდმივად უმეორებ საკუთარ თავს და ბოლოს პასუხსაც პოულობ: ზედმეტი ფიქრები, ეჭვები, მოლოდინები, წარმოდგენები – ისინი ასრულენ ამბავს იქამდე, სანამ დაიწყება. ალბათ, სწორედ მათ აიძულეს ადამიანებს გაფერკმთალებულიყვნენ.

თითქოს ეს საკმარისი არ არის და ახლა თეთრი ლანდების ფეხის ხმა, მათი მძიმე სუნთქვა, გაიძულებს მთელი დღეების განმავლობაში ალტერნატიულ რეალობაზე იფიქრო, ათასი სცენა ატრიალო თავში, მუდმივად წარმოიდგინო მოჩვენებები ნამდვილები რომ ყოფილიყვნენ, ახლა რას გეტყოდნენ ან რას გააკეთებდნენ.

ცოცხალი მოჩვენებები მარტო არ არიან. თან მოსისინე ხმები დაჰყვებიან. ისინი თავისუფლად დასრიალებენ შენს გონებაში და მუდმივად ერთი და იმავე სიტყვას გიმეორებენ: თითქმის. საშინელებაა. აი, ძალიან ჩვეულებრივ ფაქტს გეტყვით: ბევრად უკეთესი შეგრძნებაა, როცა გამოცდაში/ტესტში/შემაჯამებელში ცხრას და არა, 9,25-ს იღებ. ხვდებით, რას ვამბობ? უფრა გამაგიჟებელია, როცა იცი, რომ ძალიან ცოტა, სულ რაღაც 0.25 დაგაკლდა. ჰოდა, ასეა სისინა ხმების შემთხვევაშიც: თითქმის ყველაფერი გამოვიდა, თითქმის მიაღწიე საწადელს. თითქმის, თითქმის, თითქმის.

ასეთია ეს ამბავი. ყველა ადამიანს თავისი გულისგამაწყალებელი ცოცხალი მოჩვენება ჰყავს. ისინი ყველგან არიან: პარკის გრძელ სკამებზე, სადარბაზოებთან, მეტროში, ავტობუსში…. ყველგან დაგყვებიან – წვეულებებზეც, სახლებშიც, ქუჩაშიც.  მაგრამ მხოლოდ შენ ხედავ და მხოლოდ შენ გესმის მათი ხვეწნა, უკან დაგვაბრუნეო. ალბათ, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი რამ.

მოკლედ: ორივე დაიღალეთ, ხომ გრძნობ ამას? ჰოდა, გაუშვი, რა. გაუშვი, სანამ ისინი შენი მოჩვენების ნაწილები გახდებიან.

***

ასეა თუ ისე, უკვე გაზაფხულია – შედარებით მსუბუქი პერიოდი, ბევრი დღესასწაულით და დასვენებებით. პირადად მე, დღეს დამეწყო მინი არდადეგები და ყველა მხრივ მზად ვარ. მზადყოფნაში კი ვგულისხმობ, რომ მომდევნო კვირის ყოველი დღის გეგმა მაქვს გაწერილი. ვიცი, რასაც გავაკეთებ და სადაც ვიქნები. ჰოდა თქვენც გირჩევთ მომბაძოთ,  საკუთარ თავზე მუშაობის დრო გამონახოთ და, ბოლოსდაბოლოს, ეს ცოცხალი მოჩვენებებიც გააქროთ.

გამბედაობითა და წარმატებებით სავსე გაზაფხულს გისურვებთ 😉 ❤

 

Advertisements

One thought on “ცოცხალი მოჩვენებები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s