მე და ბლოგი, ანუ ჩვენი სამი წლის იუბილე

ჩემს სამყაროში ჩემი კომპლექსებისა და შიშების მიერ დატრიალებული აურზაურისგან გამოცლის ექვსი საშუალება არსებობს: ზაფხული, ძილი, კაპუჩინო, გვირილები, ლიტერატურა და წერა. ზაფხული წელიწადში ერთხელაა, სკოლის პერიოდში მე და ძილს ურთიერთობა სულ გვერევა, კაპუჩინოსა და ჩემს შორის დედაჩემი დგას, გვირილები კი მხოლოდ გაზაფხულზე მსტუმრობენ, ამიტომ მუდმივ მკურნალად მხოლო წერა და ლიტერატურა მრჩება. ახლა უცნაურ წინდადებას გეტყვით: რეალურად, წერა იმიტომ მიყვარს, რომ ლიტერატურა მიყვარს და ლიტერატურა იმიტომ მიყვარს, რომ წერა მიყვარს. ჩაწვდით? ანუ ჩემს სამყაროში ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. მაგრამ წელს აღმოვაჩინე, რომ ამ სიამის ტყუპებს თურმე კიდევ ერთი ნაწილი გასჩენია – მისი აღმატებულება “სამყაროს ბლოგი”, რომელიც დღეს სამი წლის გახდა. დიახ, დიახ, დიახ. დღეს დაბადების დღე გვაქვს!

დ�კ�ვშირებული სურ�თი

რაღა დაგიმალოთ და ახლა, ამ პოსტის წერისას, ცოტა ემოციური ვარ, იმიტომ, რომ როცა თინეიჯერი ხარ სამ წელს დიდი მნიშვნელობა აქვს. იმას ვგულისხმობ, რომ სამი წლის წინ საერთოდ სხვანაირი ვიყავი და ახლა მთლიანად შევიცვალე, ყველა ასპექტით. იგივე ბედი ეწია ჩემს ბლოგსაც. არ მინდა, ბევრი ლაპარაკით თავი მოგაწყინოთ, ამიტომ ჩვენი ურთიერთობის უკეთ გასაგებად მოკლედ აგიხსნით: ტომ რიდლისა და მისი დღიურივით ვარ ერთმანეთთან დაკავშირებული. თუ “ჰარი პოტერი” კარგად არ გახსოვთ და ამ შედარებასაც ვერ ჩაწვდით, არაუშავს, მაგლურ ენაზე აგიხსნით: ჩემი სულის ერთი ნაწილი ამ საიტზეა. შესაბამისად, თუ მისი გაბრაზება ან უარესი – მოკვლა გინდათ, ჯერ ჩემთან გექნებათ საქმე.

აქვე ერთი ფაქტი მინდა გითხრათ: ბლოგის შექმნას და პოსტების გაზიარებას დიდი გამბედაობა სჭირდება. სამი წლის წინ ამას ვერ ვაანალიზებდი, უბრალოდ მაგარი რამე მეგონა ბლოგერობა. ჰოდა, ასე უბრალოდ შევქმენი და მთელს სამყაროს მოვდე, მოდით, ნახეთ, ბლოგი მაქვს-მეთქი. მხოლოდ 2 წლის შემდეგ, “უორდპრესის” ფანჯრის გახსნისას მივხვდი, რომ პოსტის გაზიარების შიში გამიჩნდა. “ვაითუ არ მოეწონოთ,” ” ვაითუ თავი მოვაბეზრო”, “ვაითუ ზედმეტად პათეტიკურად შემრაცხონ”, “ვაითუ მაგრად დამცინონ” და სხვა ასეთი ბოროტული ფიქრები თავიდან არ მშრდებოდნენ. შესაბამისად, სოციალურ ქსელში ყოველი პოსტის გაზიარებას ჩემი თავისთვის ჩატარებული ფსიქოლოგიური ლექციები მოსდევდა. სიმართლე გითხრათ და დღემდე ვნანობ ბლოგი ასე ღია სივრცედ რომ ვაქციე. დროის უკან დავბრუნება რომ შემეძლოს, მხოლოდ უცხო ადამიანებისგან შევქმნიდი აუდიტორიას და მთელ სანათესაო-სამეგობროს არ შევატყობინდებდი. თუმცა ჩემი ქართულის მასწავლებელი და, ამავდროულად, კარგი მეგობარი, ფიქრობს, რომ ეს კომპლექსია და როგორც ბევრ რამეს, ამასაც გადალახვა სჭირდება, რადგან “სირცხვილობანას დრო აღარაა”. მას შემდეგ, რაც მან ეს პირდაპირ მითხრა, მივხვდი, რომ გულისგამაწყალებელი სინანულიც კომპლექსი ყოფილა. მე და კომპლექსები კი განუწყვეტლივ ბრძოლაში ვართ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალი ფრონტი უნდა გამეხსნა. ასეც მოვიქეცი და წინა პოსტის გამოქვეყნებით პირველი სვლაც გავაკეთე.

სხვა რა გითხრათ, რით გაგახაროთ, საოცრად მიყვარს ეს ადგილი. ვფიქრობ, ჰოლდენ კოლფილდს ბლოგი რომ შეექმნა მთავარ სატკივარს გააქრობდა და თავის სანატრელ უცვლელობის მუზეუმსაც შექმნიდა. იმიტომ, რომ “სამყაროს ბლოგი” ჩემი ჟამთააღმწერელია, ბევრ რამეს ინახავს. აქ შეხვდებით ძალიან კარგ ზაფხულის დღეებს და გრძელ, თბილ პოსტებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლა ჩემს ცხოვრებაში აღარ არიან. ბლოგი მათ ისეთებად ინახავს, როგორადაც მინდა, რომ დამამახსოვრდნენ.

29750797_2032194030143056_41909354_n
დედაჩემი ტრადიციას არ არღვევს და სახლში დაბრუნებულს მისივე გამომცხვარ ორცხობილებს მახვედრებს 🙂 ❤

ჰო, სხვა მგონი არაფერი – დიდი იმედებითა და აღტაცებით ვაგრძელებ ბლოგერობას. მიკვირს “ფეისბუქ” გვერდის 725 მომწონებელი და “უორდპრესის” 72 გამომწერი. მაგიჟებს პარკში ან სკოლაში შემხვედრი ნაცნობებისგან გულწრფელი კომპლიმენტები(“შენი პოსტი წავიკითხე და ძაან მომეწონა”, “შენს ბლოგზე ვიყავი და იმ პოსტზე ძაან ბევრი ვიცინე”). შარშანდელისგან განსხვავებით, მოტივაციას მაძლევს შურიანი კომენტარებიც. და, ჰო, “Sarahah”– ის უთბილესი მესიჯებიც ამ თემაზე!

მოკლედ, დღეს მე და “სამყაროს ბლოგს” დაბადების დღე გვაქვს. შესაბამისად, თან მოლოცვებს ვიღებთ, თან გვიხარია. ახლა კი, იმედია მომიტევებთ, პოსტის წერა უნდა შევწყვიტო: მე და ბლოგი აღსანიშნად მივდივართ – ახალი ცეკვის მოძრაობები ვისწავლეთ და უნდა გავერთოთ.

მრავალს, მრავალს, მრავალს 🙂 ❤

დ�კ�ვშირებული სურ�თი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s